Thumbnail

რაგბი ევროპის სკანდალის ახალი ეტაპი | ესპანეთიც შარშია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნატურალიზაციასთან დაკავშირებით სკანდალში ახლა ესპანეთის ნაკრები გაეხვა.
  • რუმინეთი, ესპანეთ, ბელგია - ნუთუ, სამივეს დასჯიან?

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ამ ტურნირში მონაწილე ნაკრებები ერთი მეორის მიყოლებით ეხვევიან სკანდალებში. საქართველოს ნაკრები იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც არც ერთი სკანდალი არ შეეხო და არც არაფერი ემუქრება.

ჯერ არც ესპანეთი-ბელგიის სკანდალური თამაში გამოუძიებია მსოფლიო რაგბის ორგანიზაციას და არც რუმინელთა შემადგენლობაში წესების დარღვევით მოთამაშე ტონგელის საქმეზე მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი სკანდალი აგორდა - rugger.info-ს კულუარული ინფორმაციით, რომლის წყაროც სავარაუდოდ, ფრანგი ჟურნალისტია, რომელიც რაგბი ევროპის ორგანიზაციასთან ახლო კავშირშია, ესპანეთი ვერ ამტკიცებს რამდენიმე მორაგბის ნატურალიზაციის ლეგიტიმურობას.

საქმე მხოლოდ ესპანელთა ათი ნომრის, მატიო ბელის ნატურალიზაციას არ ეხება, რომელზეც ეჭვები ჯერ კიდევ მარტში გამოითქვა, ლაპარაკია მოთამაშეთა დიდ ჯგუფზე. 

თუ ეს დარღვევა ესპანელებს დაუმტკიცდებათ, ისინი შესაძლოა, მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოკვეთონ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებში ათობით მორაგბე თამაშობს საფრანგეთიდან, რომელთაც "ესპანური ფესვები" აქვთ. 

ასე რომ, რაგბი ევროპის მონაწილე 6 ქვეყნიდან 3-ს რუმინეთს, ესპანეთსა და ბელგიას დისკვალიფიკაცია ემუქრებათ. 

► მსოფლიო რაგბის ოფიციალური განცხადება რაგბი ევროპის სკანდალურ მატჩებზე

► სკანდალი რაგბიში გრძელდება | რუსეთი ჩივის, საქართველოს ტიტულის შანსი აქვს

► სკანდალი რაგბიში | რუმინეთს დისკვალიფიკაცია, საქართველოს 2017 წლის ჩემპიონობა?

კომენტარები

ბოლო ამბები