Thumbnail

საფრანგეთის ღია პირველობის ქალების წყვილთა თანრიგში წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ოქსანა კალაშნიკოვამ. მან რუს მეწყვილე ეკატერინა ალექსანდროვასთან ერთად სამ სეტში დაამარცხა ფრანგები, ელიქსან ლეშემია და ელზა ლასკუმო - 3:6, 6:4, 6:3. მატჩი საათსა და 41 წუთს გაგრძელდა.

მეორე წრეში ქართულ-რუსული დუეტი ვიქტორია კუზმოვასა (სლოვაკეთი) და კრისტინა პლიშკოვას (ჩეხეთი) დუეტი ელის. შეგახსენებთ, რომ პლიშკოვა მსოფლიოს მე-4 ჩოგანია, სამი წლის წინ კი WTA-ს კლასიფიკაციას სათავეში ედგა (ერთეულებში). 

კომენტარები

ბოლო ამბები