Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:1, 6:2, 6:2 რიჩარდას ბერანკისი
  • სერბმა საფრანგეთის ღია პირველობაზე 70-ე მატჩი მოიგო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის ღია პირველობის მეორე წრეში ლიეტუველი რიჩარდას ბერანკისი ადვილად, სამ სეტში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. სერბმა თამაში 6:1, 6:2, 6:2 მოიგო.

ეს ნოლესთვის როლან გაროსზე 70-ე გამარჯვება გახლდათ. ამით ჯოკოვიჩი როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა!

ამრიგად, როლან გაროსზე გამარჯვებების რაოდენობით ჯოკოვიჩი და ფედერერი მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, ლიდერი კი ტურნირის 12-გზის ტრიუმფატორი რაფაელ ნადალია, რომელსაც საფრანგეთის ღია პირველობაზე 95 მატჩი აქვს მოგებული. 

გარდა ამისა, ბერანკისთან გამარჯვებით ჯოკოვიჩი გახდა მეორე ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელმაც დიდი სლემის თითოეულ ტურნირზე მინიმუმ 70 თამაში მოიგო. პირველი, ვინც ეს შეძლო, როჯერ ფედერერი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები