Thumbnail
  • ინგლისის ნაკრები სამ მატჩს გამართავს
  • საუთგეიტის გუნდში 3 ფეხბურთელის დებიუტი შედგება 

ინგლისის ეროვნული ნაკრები მოახლოებულ სანაკრებო პაუზის პერიდოში სამ შეხვედრას გამართავს. 8 ოქტომბერს უელსის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს შემდეგ კი, ერთა ლიგის 2 შეხვედრას ითამაშებს ბელგიასთან (11 ოქტომბერი) და დანიასთან (14 ოქტომბერი).

მოახლოებული სანაკრებო თამაშებისთვის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სამ მოთამაშეს დებიუტი ექნება: დომინიკ კალვერტ-ლიუნი, ბუკაიო საკა და ჰარვი ბარნსი - ეს მოთამაშეები ინგლისის ნაკრებში პირველად ითამაშებენ. გარდა ამისა, დაბრუნდა ჰარი მაგუაირი, რომელმაც საბერძნეთში მომხდარი სკანდალის გამო წინა შეხვედრები გამოტოვა. ფილ ფოდენი და მეისონ გრინვუდი წინა სანაკრებო პაუზის დროს კარანტინისა და კორონავირუსის პროტოკოლის დარღვევის გამო ინგლისის ეროვნულ გუნდში ამჟამად არ გამოიძახეს.

საუთგეიტის სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: დინ ჰენდერსონი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკ პოუპი (ბარნლი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი).

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ბენ ჩილუელი (ჩელსი), კონორ კოადი (ვულვზი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ჯო გომესი (ლივერპული), მაიკლ კინი (ევერტონი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ენსლი მაიტლენდ-ნაისლი (არსენალი), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა), ბუკაიო საკა (არსენალი), კირან ტრიპიერი (მადრიდის ატლეტიკო), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი).

ნახევარმცველები: ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), მეისონ მაუნტი (ჩელსი), კელვინ ფილიპსი (ლიდსი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), ჯეიმს უარდ-პროუსი (საუთჰემპტონი), ჰარი უინქსი (ტოტენჰემი).

ფორვარდები: ტამი აბრაჰამი (ჩელსი), ჰარვი ბარნსი (ლესტერი), დომინიკ კალვერტ-ლიუნი (ევერტონი), ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა), დენი ინგსი (საუთჰემპტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეიდონ სანჩო (ბორუსია დორტმუნდი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი). 

ინგლისის ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ამ გათამაშებაში A ლიგის მეორე ჯგუფში ბელგიასთან, დანიასთან და ისლანდიასთან ერთადაა. გუნდს 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ ბელგიას ორი ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები