Thumbnail
  • სერჟინო დესტი ბარსელონაში 5 სეზონი დარჩება
  • ამერიკელი ამსტერდამის აიაქსის აღზრდილია

ბარსელონამ ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ოფიციალურად: სერჟინო დესტი ესპანურ კლუბში ითამაშებს. ამის შესახებ ბარსელონამ სოციალურ ქსელში განაცხადა. ნელსონ სემედუს გუნდიდან წასვლის შემდეგ, ახალი მარჯვენა განაპირა მცველის დამატება "ბლაუგრანას" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი იყო.

ამერიკელმა ფეხბურთელმა ბარსელონასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 19 წლის ფეხბურთელი ესპანური კლუბის ღირსებას 2025 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ხელშეკრულების მიხედვით, განაპირა მცველის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.

ბარსელონას დესტის შეძენა 21 მილიონი ევრო (პლუს 5 მილიონი ბონუსებით) დაუჯდა. სერჟინიო ამსტერდამის აიაქსის აკადემიის აღზრდილია და ბარსელონაში გადასვლამდე სწორედ ნიდერლანდულ კლუბში თამაშობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები