Thumbnail

'ყველაფერი შენგელიას ხელშია' - ბარსელონას მწვრთნელი ცსკა-სთან მატჩის წინ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შარუნას იასიკიავიჩუსი თორნიკე შენგელიას ცსკა-ს ლიდერად მიიჩნევს
  • ევროლიგის ახალი სეზონი ფავორიტების დაპირისპირებით იწყება

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა შარუნას იასიკიავიჩუსმა განაცხადა, რომ მოსკოვის ცსკა-ს ლიდერები ვილ კლაიბერნი, მაიკ ჯეიმსი და თორნიკე შენგელია არიან. ლიეტუველი სპეციალისტის აზრით, ყველაფერი მათ ხელშია და ცსკა-ს წარმატება მათზეა დამოკიდებული.

'კარგად ვიცით, ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ და მოტივირებულები ვართ'

"ამ მომენტს დიდი ხანია ველოდებით. სამწუხაროა, რომ მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ფანები ტრიბუნებზე მალე დაბრუნებიან. კარგად ვიცით, ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ და მოტივირებულები ვართ. გამარჯვებისთვის კარგი კალათბურთი უნდა ვითამაშოთ. ცსკა-ში ყველაფერი კლაიბერნის, ჯეიმსისა და შენგელიას ხელშია, ისინი წყვეტენ მატჩის ბედს. მაგრამ დანარჩენებმაც იციან, რა უნდა გააკეთონ და ძალიან კარგად არიან მომზადებულნი", - თქვა ბარსელონას ლიეტუველმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის 2020/21 წლების სეზონი დღეს იწყება. ბარსელონასა და ცსკა-ს დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები