Thumbnail

ჟენევაში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრასთან ერთად სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების და მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესოს წოდება მიუნხენის ბაიერნის გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვა. პოლონელმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაში, 10 თამაშში 15 გოლის გატანა შეძლო.

უეფას წლის რჩეულები

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

საუკეთესო ქალი ფეხბურთელიპერნილ ჰარდერი (ვოლფსბურგი)

საუკეთესო მამაკაცი მეკარე: მანუელ ნოიერი (ბაიერნი)

საუკეთესო ქალი მეკარე: სარა ბუჰადიდი (ლიონი)

საუკეთესო მამაკაცი მცველი: იოზუა კიმიხი (ბაიერნი)

საუკეთესო ქალი მცველი: ვენდი რენარი (ლიონი)

საუკეთესო მამაკაცი ნახევარმცველი: კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ სიტი)

საუკეთესო ქალი ნახევარმცველები: ჯენიფერ მოროზანი (ლიონი)

საუკეთესო მამაკაცი თავდამსხმელი: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

საუკეთესო ქალი თავდამსხმელი: პერნილ ჰარდერი (ვოლფსბურგი)

საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი)

საუკეთესო ქალი მწვრთნელი: ჟან-ლუკ ვასერი (ლიონი)

უეფას პრეზიდენტის ჯილდო: დიდიე დროგბა

შეგახსენებთ, რომ უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს აქვს მოგებული (3-ჯერ), შარშან კი გამარჯვება ლივერპულის ნიდერლანდელმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა მოიპოვა. 

უეფას წლის ფეხბურთელი (ყველა გამარჯვებული)

2011  - ლიონელ მესი

2012 - ანდრეს ინიესტა

2013 - ფრანკ რიბერი

2014 - კრიშტიანო რონალდო

2015 - ლიონელ მესი

2016 - კრიშტიანო რონალდო

2017 - კრიშტიანო რონალდო

2018 - ლუკა მოდრიჩი

2019 - ვირჯილ ვან დაიკი

 

კომენტარები

ბოლო ამბები