Thumbnail

‘რაფა, ალბათ მაინც მშიერი ხარ’ - ბურგერ კინგმა ნადალის მოგებაზე კარგად იხუმრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის მესამე რაუნდშია
  • ესპანელმა მაკენზი მაკდონალდი იოლად დაამარცხა
  • სწრაფი კვების გიგანტმა რაფას გამარჯვება მარკეტინგულად გამოიყენა

რაფაელ ნადალი როლან გაროსზე, როგორც მოსალოდნელი იყო, შესანიშნავად თამაშობს. ესპანელმა ორივე წრე უნაკლოდ და სეტის წაუგებლად გადალახა. მეორე რაუნდში რაფამ ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი 6:1, 6:0, 6:3 გაანადგურა და ეს მხოლოდ ნადალისთვის არ ყოფილა წარმატება.

სწრაფი კვების მსოფლიო გიგანტმა ‘ბურგერ კინგმა’ რაფას გამარჯვება მისი მეტოქის გვარის გამო სათავისოდ გამოიყენა - მაკდონალდი ხომ ძალიან ახლოსაა ‘ბურგერ კინგის’ მთავარი კონკურენტის სახელწოდებასთან.

‘რაფაელ ნადალ, ალბათ ჯერ კიდევ მაინც მშიერი ხარ’ - დაპოსტა ბურგერ კინგმა ‘ტვიტერზე’. პოსტი მალევე გავრცელდა ვირუსულად - 60 000-ზე მეტი გული, უამრავი გაზიარება…

რაფა ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის მესამე წრეში იტალიელ სტეფანო დრავალიას შეხვდება და ცხადია, რომ მერვედფინალში გასვლითაც კი არ იქნება ‘დანაყრებული’. ნადალისთვის როლან გაროსზე პირველი ადგილის გარდა ყველა სხვა შედეგი წარუმატებლობაა...

კომენტარები

ბოლო ამბები