Thumbnail
  • ვასილ მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა
  • საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიას და აზერბაიჯანს უმასპინძლებს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ახალგაზრდულ ნაკრებში 23 ფეხბურთელია გამოძახებული.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლუკა ლაკვეხელიანი (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), დავით კობოური (დინამო, თბილისი, საქართველო), ივა გელაშვილი (სპარტა, პრაღა, ჩეხეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი,საქართველო), ლუკა ასათიანი (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა ნინუა (პაოკი, სალონიკი, საბერძნეთი), ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი,საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), რევაზ ინჯგია (რადნიჩკი, სერბეთი), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, ლატვია)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კარაგუმრუკი, სტამბოლი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 9 ოქტომბერს შვეიცარიას, 13 ოქტომბერს კი აზერბაიჯანს უმასპინძლებს, ორივე მატჩი გორში გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილი და გიორგი კუცია შვეიცარიას შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ და გუნდს აზერბაიჯანთან თამაშისთვის შეუერთდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები