Thumbnail

ბუფონის გარდა ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა მოგებული არ აქვს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჩემპიონთა ლიგის მოგება, ბევრ დიდ მოთამაშეს ოცნებად დარჩა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ 11 კილოგრამიანი ვერცხლის ტიტული უფრო შთამბეჭდავს გახდიდა მათ ისედაც წარმატებულ და საინტერესო კარიერას.

გუშინ ლეგენდარული იტალიელი - ჯიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგას დრამატულად დაემშვიდობა - ჯიჯი ამას მაიკ ოლივერის დაუნდობელ ქმედებებს აბრალებს. 

მაგალითად ლოთარ მათეუსი თავის თანაგუნდელებს და ოტმარ ჰიცფელდს ადანაშაულებს, რომელმაც 1999-ში მეორე ტაიმში ვეტერანი მათეუსი შეცვალა და ბაირნმა მისი გასვლის შემდეგ, 2 წუთში, 2 გოლი გაუშვა. 

► “შენი ადგილი ჯოჯოხეთშია!” - ბუფონის სიტყვები მატჩის შემდეგ

დენის ბერგკამპს არსენ ვენგერისთვის, ის ვერ უპატიებია, რომ ფრანგმა 'უდიდესი მფრინავი' ბარსასთან ფინალში არ ათამაშა. ყველას თავისი ისტორია აქვს, ქვევით შეგვიძლია გადავხედოთ ჯიჯის გარდა იმ 10 კაცს, ვისაც მთავარი ევროპული საკლუბო ჯილდო მოგებული არ აქვს.

 რონალდო

  • თასების მფლობელთა თასი (1997)
  • უეფას თასი (1998)
  • საკონტინენტთაშორისო თასი (2002)
"კიჭამ" ყველას და ყველაფერს გაუტანა, მაგრამ ლიგის მოგება ვერ მოახერხა. ყველაზე ახლოს ფინალთან ბოლოს 2002-03 წლებში იყო, როდესაც რეალი ნახევარფინალიდან იუვენტუსთან გამოვარდა. მანამდე რობერტო ბაჯოსთან და ივან სამორანოსთან ერთად 1999-ის მეოთხედფინალში მანჩესტერ იუნაიტედს უტევდა, მაგრამ ფერგის ტრებლის სეზონის გუნდთან ვერაფერს გახდა.

რობერტო ბაჯო

  • უეფას თასი (1993)
კაცი, რომელიც საფეხბურთო სამყარომ პენალტის აცილებით დაიმახსოვრა, დიდი ევროპული თასების შემგროვებელი ვერ არის. მაგრამ ვის უნდა თასები, როცა შეკრული გრძელი თმა გაქვს და მხრებზე ბაჯო გაწერია...

ლოთარ მათეუსი

  • უეფას თასი (1991)
  • უეფას თასი (1996)
  • ჩემპიონთა თასი (ვერცხლი - 1987)
  • ჩემპიონთა ლიგა (ვერცხლი - 1999)
21 წლიანი კარიერის მანძილზე, ლოთარ მათეუსი ორჯერ იყო ფინალში. ერთხელ პორტოსთან წააგო და მეორედ მანჩესტერთან მშვიდად იგებდა, როდესაც შეცვალეს. ამის შემდეგ ბაიერნმა ორი გოლი გაუშვა და თითქმის მოგებული ფინალი 2 წუთში წააგო. "ასე საზიღრად თავი არასოდეს მიგრძვნია" იხსენებდა გერმანელი.

პაველ ნედვედი

  • თასების მფლობელთა თასი (1999)
  • უეფას სუპერ თასი (1999)
  • უეფას თასი (ვერცხლი - 1998)
  • ჩემპიონთა ლიგა (ვერცხლი - 2003)
ურს მეიერი - ეს სახელი და გვარი ჩეხს ალაბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრება. ნედვედმა ნახევარფინალში რეალს გაუტანა, რითიც გუნდი ფინალის საგზურს მიუახლოვდა, მაგრამ შემდეგ მეიერმა გააყვითლა და ფინალი გამოატოვებინა.

ფაბიო კანავარო

  • უეფას თასი (1999)
ძნელია მიხვდე ეს როგორ მოხდა, მაგრამ კანავაროს ნაირმა კაცმა, კარიერა ლიგის მოგების გარეშე დაასრულა. 

დენის ბერგკამპი

  • უეფას თასი (1994)
  • უეფას თასი (ვერცხლი - 2000)
  • ჩემპიონთა ლიგა (ვერცხლი - 2006)
მფრინავი კაცი და ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მოთამაშე რაც გვინახავს, ვენგერმა 2006 წლის ფინალში ბარსელონასთან მოედანზე არ შემოიყვანა. სამაგიეროდ იგივე, ჰენრიკ ლარსონის სახით რაიკაარდმა გააკეთა და თამაში მოიგო.

სესკ ფაბრეგასი

  • ჩემპიონთა ლიგა (ვერცხლი - 2006)
  • ფიფას საკლუბო ჩემპიონატი (2011)
  • უეფას სუპერ თასი (2011)
სესკმა ფინალი ბავშვობის კლუბთან არსენალის ფორმით ითამაშა, მერე ბარსაშივე დაბრუნდა, მაგრამ ისეთ პერიოდში მოუწია იქ ყოფნა, რომ ლიგის მოგება ვერ შეძლო.

გაბრიელ ბატისტუტა

ნიუელსელმა ბებერ კონტინენტზე ევროთასი ვერ მოიგო, მაგრამ ამას ალბათ არ ნანობს. დიდ გუნდებში თამაშს ფლორენციაში ცხოვრება არჩია და არც შემცდარა. ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ 1999-00 წლების სეზონია, სადაც 'ანხელ გაბრიელმა' 6 გოლი გაიტანა, მათშორის მანჩესტერ იუნაიტედთან შინ და გასვლაზე, ბარსასთან კამპ ნოუზე და ასევე, არსენალთან ჰაიბერიზე. 

ლორან ბლანი

  • თასების მფლობელთა თასი (1997)
ბლანმაც ბევრჯერ ააცლია, ჯერ მარსელში, მერე მანჩესტერში. მსოფლიომდე რობსონის ბარსაში თასების თასით შემოიფარგლა, შედეგად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი 'პრეზიდენტის' მთელი მუზეუმიც ამ ერთი ევროთასისგან შედგება.

პატრიკ ვიეირა

  • უეფას თასი (ვერცხლი - 2000)
პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს, ევროთასებზე დიდად არ უმართლებდა. ფრანგის კარიერაში, ერთადერთი ევროპული საკლუბო მედალი, კოპენჰაგენში გალათასარაისთან წაგებული ფინალიდანაა.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები