Thumbnail
  • თემურ ქეცბაიას საქციელი რეაგირების გარეშე არ დარჩა
  • ანორთოსისის მწვრთნელმა რეგლამენტი დაარღვია

ფამაგუსტას ანორთოსის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ფულადი ჯარიმა დააკისრეს. ქართველი სპეციალისტი ლიმასოლის აპოლონთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე რეგლამენტის დარღვევის გამო დაჯარიმდა.

ქეცბაიამ ხსენებული თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვა. ‘კომენტარს არ გავაკეთებ’ - აღნიშნა თემურმა და საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა. ანორთოსისის თავკაცი ამ საქციელის გამო სპორტული ეთიკის კომიტეტმა, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების დაარღვევისთვის დასაჯა.

52 წლის სპეციალისტს ფულადი ჯარიმა დაეკისრა, თუმცა ოდენობა უცნობია. ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატში 4 თამაშში მოპოვებული 7 ქულით მე-7 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 ოქტომბერს, ნიქოზიის ოლიმპიაკოსთან გამართავს.

ანორთოსისისა და აპოლონის შეხვედრა სტუმრებმა 3:1 მოიგეს. ქეცბაია მსაჯობით იყო უკმაყოფილო და პრესკონფერენციის ჩატარებაზე უარი ამიტომ თქვა. ამავე მატჩში ყურადღების ცენტრში გიორგი ლორია მოექცა, რომლის ჟესტიკულაციის გამო ეჭვი კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეა პაპახარალამბუსს გაუჩნდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები