Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 116:98 მაიამი ჰიტი
  • პირველ მატჩში ლეიკერსს დიდი უპირატესობა ჰქონდა
  • ენტონი დევისი და ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებლები იყვნენ
  • მაიამის სამი ვარსკვლავი დაუშავდა

ლებრონ ჯეიმსისთვის და ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის NBA-ს სუპერფინალები ამაზე ბევრად უკეთესად ნამდვილად ვერ დაიწყებოდა!

დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდმა მაიამი ჰიტი დამაჯერებელი ანგარიშით, 116:98 დაამარცხა - ჯიმი ბატლერი და კომპანია ფაქტობრივად უშანსოდ იყვნენ. უფრო მეტიც: ბოლო მეოთხედში ლეიკერსი ოდნავ მოეშვა და მაიამის სხვაობის შემცირების ნება დართო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს ფინალს?

  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • მაიამი ჰიტი

ტოპსქორერი ენტონი დევისი გახლდათ - 38 წუთში მან 34 ქულა ჩააგდო და 9 მოხსნა, 5 პასი და 3 დაფარებაც ჰქონდა. ამასთან, AD-ის პლუს-მინუს-ბალანსი +23 გახლდათ!

აღსანიშნავია, რომ სუპერფინალების სადებიუტო მატჩში დევისზე მეტი ქულა მხოლოდ შაკილ ო’ნილს (43 ქულა 2000 წელს) და ჯორჯ მაიკენს (42 ქულა 1949 წელს) აქვთ დაგროვებული.

“სწორედ ეს არის ის მომენტი, რომელსაც მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ველოდი, - განაცხადა დევისმა მატჩის შემდეგ, - ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენო, რადგან ასეთი შანსები ადამიანს ხშირად არ ეძლევა.”

ძალიან კარგი იყო ლებრონიც - ოთხგზის MVP-მ ყოფილ გუნდს 25 ქულა ჩაუგდო, 13 მოხსნა და 9 პასიც ჰქონდა, ანი, სამმაგ დუბლამდე ერთადერთი ასისტი დააკლდა. ჯეიმსისთვის, რომელმაც მაიამისთან ერთად ჩემპიონობა 2012 და 2013 წლებში იზეიმა, ეს NBA-ს ფინალური სერიის უჩვეულო დასაწყისია: 9 ფინალური სერიიდან მას პირველი თამაში 8-ჯერ წაგებული აქვს - სულაც ზედიზედ 7-ჯერ.

“საქმე ჯერ არ გაგვიკეთებია. ერთი თამაშის მოგებით კმაყოფილები ვერ ვიქნებით,” - განაცხადა ლებრონმა მატჩის შემდეგ.

ბატლერი, დრაგიჩი და ადებაიო დაშავდნენ

თავიდან დავწერეთ, რომ ლეიკერსისთვის ფინალური სერია ამაზე ბევრად უკეთესად ვერ დაიწყებოდა. მაიამიზე კი პირიქით უნდა ვთქვათ: ჰიტი სუპერფინალებს ამაზე ბევრად უარესად ვერ დაიწყებდა. მარცხს რომ თავი დავანებოთ: ჯიმი ბატლერმა ტრავმა მიიღო, თუმცა მეორე ტაიმში ტკივილებით განაგრძო თამაში. გორან დრაგიჩიც დაშავდა და შესვენების შემდეგ პარკეტზე აღარ გასულა. მერე კი, თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ცენტრმა ბემ ადებაიომაც მიიღო მხრის ტრავმა და მესამე პერიოდში თამაშს ისიც გამოეთიშა. ეს მაიამისთვის უკვე კატასტროფის ტოლფასი იყო.

ვირტუალურ ფანებში ბარაკ ობამას ცნობა არ გაგიჭირდებათ

უშანსო ჰიტიდან, რომელიც იყო მომენტი, 32 ქულითაც კი აგებდა, ყველაზე შედეგიანი ბატლერი გახლდათ - 23 ქულით.

NBA-ს სუპერფინალების მეორე მატჩი შაბათს გამთენიისას გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები