Thumbnail

BREAKING | კონორ მაკგრეგორმა დასტინ პორიესთან ბრძოლა დააანონსა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კონორ მაკგრეგორმა საქველმოქმედო სპარინგის ჩატარება დააანონსა
  • ირლანდიელი მებრძოლი შეხვედრას 2020 წლის 12 დეკემბერს ჩაატარებს

ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ტვიტერზე დაწერა, რომ 2020 წლის 12 დეკემბერს დუბლინში საბრძოლო ხელოვნების სპარინგს ჩაატარებს. მის წინააღმდეგ ოქტაგონზე დასტინ პორიე გავა, რომელსაც კონორმა 2014 წელს პირველივე რაუნდში მოუგო.

''საბრძოლო ხელოვნების სპარინგ-მატჩი, საიდანაც შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.  დუბლინში 2020 წლის 12 დეკემბერს. მაკგრეგორი VS პორიე. საქველმოქმედო ორგანიზაციების სია მალე გამოქვეყნდება. ყველა შემოწირულობას და დახმარებას მივესალმებით'', - წერს კონორი.

კონორმა რამდენიმე დღის წინათ, განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ოქტაგონზე დასაბრუნებლად, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება შეიცვალა და ის რინგზე გასვლას გეგმავს, სადაც ის კრივის ცოცხალ ლეგენდას, ფილიპინელ მენი პაკიაოს შეხვდება. პაკიაო მაკგრეგორის შეთავაზებას დათანხმდა. დიდი ალბათობით, ბრძოლა იანვარში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები