Thumbnail
  • ეროვნულ ლიგა 2-ის მატჩის ეპიზოდს უეფა უყურადღებოდ ალბათ არ დატოვებს
  • შუქურას ბრაზილიელი ლეგიონერი სამგურალთან მატჩში სამაგალითოდ მოიქცა 

ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტურის მატჩში, რომელშიც ქობულეთის შუქურამ წყალბუტოს სამგურალი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, შეტევაში ჩართულმა მასპინძელთა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჯეფერსონ ჯერალდომ (ჯეფინიო) ბურთი აუტზე მას შემდეგ მოიგერია, რაც შენიშნა, რომ მეტოქე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. 

31 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველს შეტევის გაგრძელება და მეტოქის კარზე იერიშის მიტანა შეეძლო, მაგრამ ფეარ პლეის პრინციპს არ უღალატა.

გამორიცხული არაა, ჯეფინიოს ეპიზოდი უეფას ფეარ პლეის წლის ნომინაციაშიც მოხვდეს.

შუქურამ ეს მატჩი მინიმალური ანგარიშით, დიმიტრი ტატანაშვილის ზუსტი 11-მეტრიანით მოიგო და სატურნირო ცხრილს 24 ქულით, დამაჯერებლად ლიდერობს. ჯეფინიო ქობულეთის კლუბის საუკეთესო ბომბარდირია 8 გატანილი გოლით.

კომენტარები

ბოლო ამბები