Thumbnail

Bleacher report-მა NBA-ს პლეი ოფიდან გამოვარდნილ ყველა გუნდს თითო ტრეიდი შეურჩია, რომლის განხორციელების შემთხვევაში ამ გუნდს 2021 წელს ფინალში გასვლის შანსი ექნება. სიაში ინდიანა პეისერსიცაა, რომლის სავარაუდო ტრეიდი ნიუ ორლეანთან გოგა ბითაძის მომავალზე დიდად იმოქმედებს. 

იხილე | ბითაძე პოპსპორტის სტუდიაში - საუბრობს ყველაფერზე, რაც ბოლო სეზონში მოხდა

სავარაუდო ტრეიდი ინდიანასა და ნიუ ორლეანს შორის

ინდიანა მიიღებს: ჯრუ ჰოლიდეი
ნიუ ორლეანი მიიღებს: მაილს ტერნერი, აარონ ჰოლიდეი, დაგ მაკდერმოტი, 2022 წლის დრაფტის I წრის არჩევანი

"პეისერსმა უკვე დაიწყო გადაწყობის პროცესი, როცა მწვრთნელი ნეით მაკმილანი მოხსნა. თუმცა ეს დომინოს პრინციპით დაცემული პირველი კენჭი გვგონია, რასაც გაგრძელება მოყვება.
როგორც ESPN-ის ადრიან ვოინაროვსკი ამტკიცებს, ინდიანად მაიკ დ'ანტონი აინტერესებს. ეს კი მესიჯია, რომ პეისერსის განაცხადი შეიცვლება. დ'ანტონი "სმოლ ბოლის" მოტრფიალეა და მაღალ ცენტრებს იშვიათად იყენებს. ეს კი ნიშნავს, რომ მაილს ტერნერის, დომანტას საბონისისა და გოგა ბითაძის ტრიოდან, სულ მცირე, ერთის წასვლა გარდაუვალია. 

ეს ტრეიდი მხოლოდ ბალანსს არ დაარეგულირებს ინდიანას განაცხადში, არამედ გუნდში მოიყვანს ორმაგად სასარგებლო ჯრუ ჰოლიდეის, რომელიც ორჯერ მოხვდა ასოციაციის საუკეთესო დაცვით ხუთეულში, ვინც ასევე ძალზე სასარგებლოა შეტევაში. ჯრუს შეუძლია კარგად მოერგოს ინდიანას შემადგენლობას და პერიმეტრზე შესანიშნავი ტრიო ჩამოაყალიბოს ოლადიპოსთან და ბროგდონთან ერთად, საბონისამდე პასები იოლად მივა. 
პეისერსის ბიჭები კი იოლად მოერგებიან ზაიონ უილიამსონსა და ჯა მორანტს. 24 წლის ტერნერი თითქმის იდეალური პარტნიორი უნდა იყოს ზაიონისთვის. მისი ტოლი აარონი შეტევაში წაეხმარება პელიკანსს, 28 წლის მაკდერმოტი დაცვას მიხედავს და თან მას სამიანების სროლის საოცარი პროცენტი (41.2%) აქვს".

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს ფინალს?

  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • მაიამი ჰიტი

შეგახსენებთ, რომ 20 წლის გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი სეზონი საშუალოდ 3.2 ქულითა და 2.0 მოხსნით დაასრულა. ამ ტრეიდის შემთხვევაში, გოგას მხოლოდ ერთი კონკურენტი დარჩება პოზიციაზე - დომანტას საბონისი. რაც დ'ანტონის დანიშვნის შემთხვევაშიც კი დადებითად უნდა აისახოს ქართველი კალათბურთელის სათამაშო დროზე.   

კომენტარები

ბოლო ამბები