Thumbnail

5 დებიუტანტით - შოტლანდიასა და რუსეთთან მატჩებისთვის ნაკრების სია ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შოტლანდიასთან და რუსეთთან
  • 'ბორჯღალოსანთა' რიგებში 5 დებიუტანტი იქნება

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მომავალი ორი დაპირსიპირებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, ''მარიფილდზე'', შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო პირველ ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ჯამში 38 მორაგბე მოემზადება, რომელთაგან 22 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა.

14 ნოემბრიდან "ბორჯღალოსნები" ''შემოდგომის ერთა თასზე'' ჩაერთვებიან, სადაც 14 ნოემბერს ინგლისს, 21 ნოემბერს უელსს, 29 ნოემბერს ირლანდიას და 5 დეკემბერს მეორე ჯგუფის ერთ-ერთ გუნდს (საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი) ეთამაშებიან.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): ''გამოძახებულია ყველა, ვინც ამ ეტაპისთვის მზადაა და ვისი საქმეში ნახვაც მსურს. რეგულაციებიდან გამომდინარე, შოტლანდიასთან მატჩამდე ეს სია შემცირდება და საფრანგეთში შეკრებაზე 32-33 მორაგბე გვეყოლება. არის პოზიციები, სადაც ჯერ კიდევ არ ჩამოვყალიბებულვართ, ვინ მიიღებს მონაწილეობას პირველ ორ თამაშში. "შემოდგომის ერთა თასისთვის" გაფართოებული შემადგენლობის ბირთვი იგივე იქნება. შესაძლოა, იყოს მცირე ცვლილებები''.

ხუთი დებიუტანტი

გაფართოებულ რაზმში ხუთი დებიუტანტია: ბორდოს 28 წლის ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, ბაიონის ახალგაზრდა მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი, ორიაკის 9 ნომერი მიხეილ ალანია, რომელსაც PRO D2-ში ახლახანს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა, 20-წლამდელთა ნაკრების შუამარბი სანდრო სვანიძე და დავით ნინიაშვილი, ხვამლის ფულბეკი, რომელსაც აქამდე მხოლოდ 18-წლამდელთა ნაკრებში და საქართველოს რეგიონალ ლიგაში უთამაშია.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შოტლანდიასთან და რუსეთთან

შერკინება - პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (61 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (14 კეპი, 5 ქულა),ლექსო ყაულაშვილი, შალვა მამუკაშვილი (74 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (58 კეპი, 20 ქულა), გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), ლევან ჩილაჩავა (54 კეპი, 50 ქულა), ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა), გიორგი მელიქიძე (19 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (25 კეპი), დავით გიგაური (6 კეპი, 5 ქულა), გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (2 კეპი), გიორგი ჯავახია (1 კეპი);

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (27 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (12 კეპი, 5 ქულა), ოთარ გიორგაძე (25 კეპი, 25 ქულა), გიორგი თხილაიშვილი (57 კეპი, 60 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი), იოანე იაშაღაშვილი;

ხაზი - 9: ვასილ ლობჟანიძე (51 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (25 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია;

10: თედო აბჟანდაძე (15 კეპი, 102 ქულა), ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (66 კეპი, 62 ქულა), გიორგი კვესელაძე (24 კეპი, 20 ქულა), დემე თაფლაძე (2კეპი, 5 ქულა), ლაშა მალაღურაძე (99 კეპი, 198 ქულა), თამაზ მჭედლიძე (57 კეპი, 35 ქულა), სანდრო სვანიძე;

11-14: აკაკი ტაბუცაძე (2 კეპი, 25 ქულა),  სანდრო თოდუა (85 კეპი, 70 ქულა),  ზურაბ ძნელაძე (11 კეპი, 15 ქულა);

15: სოსო მათიაშვილი (27 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები