Thumbnail

'ეს საინიციატივო ჯგუფის საქმე არაა' - 17 კლუბის განცხადება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საინიციატივო ჯგუფში განხეთქილებაა - აზრი ორად გაიყო
  • 17 კლუბი ერთ პოზიციაზე თანხმდება და განცხადებას ავრცელებს 

ქართულ რაგბიში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც შიდა ჩემპიონატის პრობლემები უნდა მოეგვარებინა. კერძოდ, კლუბებისთვის ფინანსური რესურსის გამონახვა და ჩემპიონატის დასრულება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, თითქოს, ყველა პრობლემა გადაჭრილი იყო - კლუბებმა სახელმწიფოსგან ფინანსური უზრუნველყოფის გარანტია მიიღეს და ჩემპიონატის კალენდარიც გამოქვეყნეს, მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემები ჯერ არ მოგვარებულა, რადგანაც საინიციატივო ჯგუფში განხეთქილებაა.

17 კლუბი ერთ პოზიციაზე შეთანხმდა და განცხადება გაავრცელა, რადგანაც საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე წევრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერი და საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელა. აღნიშნული კლუბები გაემიჯნენ საინიციატივო ჯგუფის ამ წევრების განცხადებებს და ამბობენ, რომ ყველამ თავისი პოზიცია რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა დააფიქსიროს.

პოპსპორტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

ჩვენ, საქართველოს რაგბის კლუბები, გავერთიანდით კონკრეტული მიზნის გარშემო, რომ ბოლო პერიოდში ქართულ რაგბიში არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოვსულიყავით, რასაც თავი წარმატებით გავართვით, რისთვისაც გვინდა, რომ მადლობა გადავუხადოთ ამ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს, თუმცა საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთი წევრის მიერ, ჩვენი სახელით გაკეთდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ მხარდამჭერი და საწინააღმდეგო განცხადებები. გვინდა განვაცხადოთ, რომ კლუბების საინიციატივო ჯგუფის საქმე მსგავსი განცხადებების კეთება არ არის. ამისთვის არსებობს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ყველა თავის პოზიციას დააფიქსირებს. მანამდე კი ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

განცხადებას ხელს შემდეგი კლუბები აწერენ: ყოჩები, ლელო, აკადემია, აია, წიქარა, დინამო, თელავის ჭადარი, დევები, ყაზბეგი, ზესტაფონი, ბაგრატი, არესი, აიეტი, იბერია, ივერია, ჯიქი, გორის გორდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები