Thumbnail

ედენ აზარი ისევ ტრავმირებულია - რამდენი გაუცდება ბელგიელს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ბელგიელს მარჯვენა ფეხის კუნთის პრობლემა აქვს
  • ედენი ვალიადოლიდთან შეხვედრის განაცხადში იყო

ედენ აზარი მადრიდის რეალს 2020/21 წლების სეზონში არ დახმარებია. მას შემდეგ, რაც ბელგიელი "სამეფო კლუბში" გადავიდა, ტრავმიანობის გამო ხანგრძლივი პერიოდი გამოტოვა და სათანადო ფორმაში შესვლა ვერ შეძლო.

გარკვეული პაუზის შემდეგ, 29 წლის ფეხბურთელი ვალიადოლიდთან მატჩისთვის განაცხადში იყო და უნდა ეთამაშა, თუმცა მადრიდულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ ედენ აზარს ტრავმა აწუხებს და გუნდს ვერ დაეხმარება.

შემტევ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე კუნთის დაზიანება დაუდგინეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზარი 3-4 კვირას გამოტოვებს. მას დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ და დაბრუნების ზუსტ თარიღს შემდეგ დაასახელებენ.

ედენ აზარს კარიერის განმავლობაში 687 მატჩი აქვს ჩატარებული. ტრავმის გამო 29 წლის ბელგიელმა 66 შეხვედრა გამოტოვა და აქედან 32 მას შემდეგ (2019 წლის ზაფხული), რაც ის მადრიდული კლუბის ფეხბურთელი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები