Thumbnail

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა იმ გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ოქტომბრის მატჩებისთვის, მათ შორის საქართველოს ნაკრებთან თბილისური დაპირისპირებისთვის მოემზადება. ამის შესახებ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის საიტი წერს.~

ევრო 2020-ის პლეი ოფის ½-ფინალში, საქართველო-ბელარუსის შეხვედრა თბილისში, 8 ოქტომბერს გაიმართება და მასში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს.

მიხაილ მარხელმა თბილისში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა შეარჩია

ბელარუსის ნაკრები 3 ოქტომბერს, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში შეიკრება და მომავალი მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. მარხელის გუნდი თბილისში 7 ოქტომბერს გამოემგზავრება. ბელარუსის ნაკრებს 11 ოქტომბერს უკვე უეფას ერთა ლიგის გასვლითი მატჩი აქვს ლიეტუვასთან, 14-ში კი შინ ყაზახეთთან უწევს დაპირისპირება. 

მიხაილ მარხელმა მომავალი შეხვედრებისთვის ეს 28 ფეხბურთელი შეარჩია: 

მეკარეები: ალეკსანდრ გუტორი (სოლიგორსკის შახტარი), დენის შჩერბიცკი (ბატე), ეგორ ხატკევიჩი (ისლოჩი).

მცველები: ალეკსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), მაკსიმ ბორდაჩოვი (ტორპედო-ბელაზი), დენის პოლიაკოვი (ქაირათი, ყაზახეთი), ნიკიტა ნაუმოვი (ჟეტისუ, ყაზახეთი), ალეკსანდრ პავლოვეცი, რომან იუზეპჩუკი (ორივე დინამო-ბრესტი), ალეკსანდრ საჩივკო (სოლიგორსკის შახტარი), ნიკოლაი ზოლოტოვი (ურალი, რუსეთი).

ნახევარმცველები: იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა ბატე), ივან მაევსკი, მაკს ებონგი (ასტანა, ყაზახეთი), პაველ სავიცკი, კირილ პეჩენინი (ორივე დინამო-ბრესტი), დმიტრი პოდსტრელოვი (ყველა სოლიგორსკის შახტარი), იური კოვალიოვი, ვალერი გრომიკო (ორივე არსენალი, რუსეთი), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე დინამო-მინსკი), ანდრეი ხაჩატურიანი (ტორპედო-ბელაზი). 

თავდამსხმელები: მაკსიმ სკავიში, ნიკოლაი სიგნევიჩი (ორივე ბატე), დენის ლაპტევი (დინამო-ბრესტი), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი, რუსეთი).  

დაესწრება თუ არა ქომაგი 8 ოქტომბრის მატჩს, ჯერჯერობით უცნობია

ბელარუსის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშებაში, C დივიზიონის მე-4 ჯგუფში ორი მატჩი გამართა - შინ ალბანეთთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა, შემდეგ კი სტუმრად ყაზახეთს სძლია - 2:1.

 

კომენტარები

ბოლო ამბები