Thumbnail
  • 23 წლის ცენტრალური მცველი ბენფიკას აღზრდილია
  • ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეს სიტის მესამე შენაძენია

ფერან ტორესისა და ნათან აკეს შემდეგ, მანჩესტერ სიტიმ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მესამე ფეხბურთელი დაიმატა. ოფიციალურად რუბენ დიაში სიტის ფეხბურთელია. ამის შესახებ "ქალაქელებმა" სოციალურ ქსელში განაცხადეს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ცენტრალური მცველი მანჩესტერულ კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

"ჩემთვის ფანტასტიკური შესაძლებლობაა ვითამაშო ისეთ კლუბში, როგორიც მანჩესტერ სიტია. ისინი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინგლისში დომინანტები იყვნენ, თავიანთი შეტევითი ფეხბურთით, რომელიც ჩემს სათამაშო სტილს შეეფერება. ამაღელვებელია, ამ გუნდის ნაწილი რომ უნდა ვიყო და ვითამაშო მსოფლიო დონის მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მჯერა, რომ აქ განვითარება შემიძლია. ყველაფერს ვიზამ, რომ წარმატებული ვიყო და ტიტულები მოვიგო", - განაცხადა დიაშმა. 

23 წლის ფეხბურთელი ბენფიკას აღზრდილია და აქამდე მხოლოდ პორტუგალიურ კლუბში თამაშობდა. რუბენს ბენფიკასთან ერთად მოგებული აქვს პორტუგალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი. ცენტრალურმა მცველმა ეროვნული ნაკრების ღირსება 19-ჯერ დაიცვა და პორტუგალიასთან ერთად ერთა ლიგაც მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები