Thumbnail
  • ტოტენჰემი 1:1 (5:4 პენ.) ჩელსი
  • კარაბაოს თასის მე-4 რაუნდის შეხედრაში სახალისო ეპიზოდი მოხდა
  • მატჩის დროს ერიკ დაიერს მოედნის თვითნებურად დატოვება მოუხდა 

ინგლისის ლიგის თასის მე-4 რაუნდის მატჩი, რომელშიც ტოტენჰემმა ჩელსი პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, 5:4 პენ.), სახალისო ეპიზოდი მოხდა. 

77-ე წუთზე, როდესაც ჩელსი ტიმო ვერნერის გოლით მინიმალური ანგარიშით იგებდა, ჰოთსპურის ნახევარმცველმა ერიკ დაიერმა მოედანი თვითნებურად დატოვა და მას ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აედევნა. დაიერი მოედანზე მალევე დაბრუნდა, ჟოზემ კი ტექნიკურ ზონაში თავისი ადგილი ისევ დაიკავა.

როგორც გაირკვა, დაიერი თამაშის დროს ფიზიოლოგიურმა მოთხოვნილებებმა ისე შეაწუხა, მოთმენა აღარ შეეძლო და ტუალეტში გაიქცა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ თქვა:

"ის, რაც ერიკის შემთხვევაში მოხდა, ეკსტრაორდინალურია. ის უნდა შევაქო. ფეხბურთელებს უნდა ავუკრძალოთ ასეთ მაღალ დონეზე ორი მატჩის 48 საათის განმავლობაში თამაში. მას მოედნიდან გასვლა მოუხდა, სხვა შანსი არ ჰქონდა".

"ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, თუ როგორ ჩავატარეთ ეს მატჩი, პირველი 15 წუთის გამოკლებით. კვირის თამაშის შემდეგ იოლი არ იყო. ალბათ ამიტომაც, მოედნიდან გაქცევა მომიხდა, მაგრამ ეს გადავიტანეთ. ჟოზე უკმაყოფილო იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა - ბუნება მიხმობდა. როდესაც მოედნიდან გასული ვიყავი, მესმოდა, რომ მეტოქე სახიფათოდ გვიტევდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩელსიმ ვერ გაგვიტანა", - თქვა მატჩის შემდეგ 26 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ჩელსისთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 

ერიკმა ინსტაგრამში ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც მისი ჯილდო უნიტაზზე, ტუალეტის ქაღალდთან ერთად არის გადაღებული.

"მატჩის ნამდვილი გმირი", - მიაწერა დაიერმა ფოტოს.

View this post on Instagram

The real M.O.M

A post shared by Eric Dier (@ericdier15) on

 რაც შეეხება უშუალოდ ტოტენჰემი-ჩელსის მატჩს, ჩელსიში ტიმო ვერნერის სადებიუტო გოლის შემდეგ, მოურინიოს შეგირდება ანგარიშის გათანაბრება 83-ე წუთზე, ერიკ ლამელას გოლით მოახერხეს, რის შემდეგაც 11-მეტრიანების სერია უკეთესადაც შეასრულეს და ინგლისის თასის ¼-ფინალში გავიდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები