Thumbnail
  • ლიონელ მესიმ ზაფხულის სკანდალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
  • გამოცემა Sport-თან მან საკუთარ შეცდომაზე მიანიშნა
  • არგენტინელი ფანებს უკეთეს მომავალს პირდება

ლიონელ მესი ბარსელონაში დარჩა და ახლა ვითარების მაქსიმალურად განმუხტვას ცდილობს. 33 წლის არგენტინელმა გაზეთ Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „მთელი რიგი უკმაყოფილებებისა და უთანხმოებების შემდეგ, ამ ყველაფრის დასრულება და რაღაც ისეთის გაკეთება სურს, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.“

ინტერვიუში მესი საკმაოდ თვითკრიტულია და ფაქტობრივად, შეცდომას აღიარებს: „თუ მე შეცდომები დავუშვი, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა, ბარსა უფრო ძლიერი და უკეთესი გამეხადა.“

'ყველა, ვინც ბარსელონას უკან დგას, უნდა გავერთიანდეთ'

ლეოს თქმით, ეს კატალონიური გრანდის ფანებისადმი მიმართვაა: „არ უნდა არსებობდეს არანაირი ეჭვი იმაზე, რომ მე ამ გუნდისთვის მხოლოდ კარგი მინდა და რაც გავაკეთე, მხოლოდ ბარსასთვის. ყველა, ვინც ბარსელონას უკან დგას, უნდა გავერთიანდეთ და გვჯეროდეს, რომ საუკეთესო რაღაცები წინ გვაქვს.“

ზაფხულში არგენტინელმა განაცხადა, რომ ბარსელონას დატოვება სურდა. დიდი გაუგებრობისა და საინფორმაციო ქაოსის შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ბარსაში დარჩებოდა, მაგრამ მკაცრად გააკრიტიკა კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ - ლეომ თქვა, რომ ბარტომეუმ სიტყვა არ შეასრულა და კლუბიდან არ გაუშვა, სასამართლოში კი ბარსას წინააღმდეგ საქმეს არასდროს წამოიწყებდა. ლა ლიგის ახალი სეზონის დაწყების წინ არგენტინელმა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანიც გააკრიტიკა - ლუის სუარესის გაშვების გამო.

კომენტარები

ბოლო ამბები