Thumbnail
  • ლაშა დვალის ფერენცვაროში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშებს
  • გიორგი ჩაკვეტაძის გენტი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა

ლაშა დვალის ფერენცვაროში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ქართველი მცველის გუნდმა ნორვეგიულ მიოლდესთან ფრედ 0:0 ითამაშა. პირველ მატჩში სტუმრად დაფიქსირებული 3:3-ის გამო, ფერენცვაროში მომდევნო ეტაპზე გავიდა.

დვალი მინდორზე არ გამოჩენილა ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე დარჩა. უეფას ოფიციალური გვერდმი ფერენცვაროშის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას გამოეხმაურა და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ფერენცვაროშისა და მადრიდის რეალის ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩის კადრები ჩანს. უნგრული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა.

გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე მოთამაშე გენტი კიევში 0:3 განადგურდა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. მასპინძლებმა ბუიალსკის, კარლოს დელა პენიასა და ჟერსონ როდრიგესის გოლებით მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დაუბრუნდნენ.

ნიქოზიაში ომონიასა და ოლიმპიაკოსის მატჩი 0:0 დასრულდა. ბერძნები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ, ხოლო ომონია ევროპალიგის ჯგუფში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები