Thumbnail

როლან გაროსი 2020 | მეშვიდე მარცხი ნულზე, ბასილაშვილი საშინელ ფორმაშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტიაგო მონტეირო 7:5, 6:4, 6:2 ნიკოლოზ ბასილაშვილი
  • ATP-ის ეგიდით ეს ზედიზედ მე-7 მარცხია

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33) როლან გაროსის ტურნირზე ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა. 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 84-ე ჩოგან ტიაგო მონტეიროსთან (ბრაზილია) სამ სეტში წააგო - 5:7, 4:6, 2:6. 

მატჩი 2 საათსა და 7 წუთში დასრულდა, თუმცა სერიოზული ბრძოლა მხოლოდ პირველ ორ სეტში იყო, როცა ნიკამ თითოჯერ დაკარგა საკუთარი მოწოდება. ბოლო სეტში მან ეს ორჯერ "მოახერხა". 

📺 ტიაგო მონტეირო V ნიკოლოზ ბასილაშვილი

მონტეირო "დიდი სლემის" ტურნირზე აგრძელებს ბრძოლას, ბასილაშვილმა კი მორიგი წარუმატებლობა იწვნია - ATP-ის ეგიდით მან ბოლოს 25 თებერვალს გაიმარჯვა, მას მერე კი ზედიზედ 7 მატჩი ისე დათმო, სეტი არ მოუგია. სხვათა შორის, ბასილაშვილმა ივლისში ორი საგამოფენო მატჩი გამართა და იქაც სეტის მოუგებლად მარცხდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები