Thumbnail

როტორის ფანებმა ჯოვინო სადებიუტო თამაშში საუკეთესოდ დაასახელეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ვოლგოგრადის როტორის გულშემატკივრებმა ყაზანის რუბინთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფლამარიონ ჯოვინო დაასახელეს. დინამო ბათუმის ყოფილმა თავდამსხმელმა ხმების 24% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა.

ჯოვინომ მცირედით აჯობა ოლეგ ნიკოლაევსა (20%) და ოლეგ ალეინიკს (18%). ბრაზილიელს როტორში დებიუტი რუბინთან ჰქონდა; გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი 1:3 დამარცხა.

ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ჯოვინო დინამო ბათუმმა როტორში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. 24 წლის ბრაზილიელმა დინამო ბათუმში გატარებულ 3 წელიწადში 96 თამაში ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.

📺 ვიდეო: კვარაცხელიას გოლი, მოპოვებული პენალტი და ჯოვინოს გოლი

კომენტარები

ბოლო ამბები