Thumbnail
  • ოთარ კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა და ტენერიფეს ღირსებას დაიცავს
  • 25 წლის ქართველი ახალ გუნდში გადასვლით ბედნიერია და მისი მწვრთნელსაც სჯერა

ოთარ კაკაბაძემ ესპანურ ტენერიფეში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშა. 25 წლის მცველმა კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მცელის პოზიციაზე თამაშისა, შეტევა უყვარს.

ოთარ კაკაბაძე (ტენერიფეს ფეხბურთელი): "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და იმედი მაქვს გუნდს მალე დავეხმარები. ესპანეთში მაღალი დონის ფეხბურთია და ძალიან ბედნიერი, რომ დავბრუნდი. მცველი ვარ, მაგრამ შეტევაც მიყვარს, ამიტომ ვფიქრობ, სეგუნდაში მაღალ დონეზე ვითამაშებ. მესმის, რომ გულშემატკივრებს ყველა თამაშის მოგება სურთ, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ და მომდევნო მატჩისთვის მზად ვიყოთ. ბევრი მესიჯი მივიღე ფეისბუკსა და ინსტაგრამში და დიდი მადლობა ამისთვის. ეს დიდი გუნდია და ჩემთვის შესანიშნავი შანსია აქ თამაში".

კაკაბაძემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

მირანდესთან ბოლო ტურის მატჩის შემდეგ ტენერიფეს მთავარმა მწვრთნელმა ფრან ფერნანდესმა ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კაკაბაძე მრავალმხრივი მოთამაშეა:

"მას დიდი ხანი ვაკვირდებოდით და ვფიქრობთ, რომ ფლანგზე დაგვეხმარება. კაკაბაძე მრავალმხრივი მოთამაშეა და მოედანზე კარგ გადაწყვეტილებებს იღებს", - თქვა ფერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ კაკაბაძეს ლა ლიგა 2-ში თამაშის გამოცდილება აქვს და ტარაგონას ხიმნასტიკში ჩატარებულ 47 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ტენერიფე 3 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-13 ადგილზეა და უახლოეს მატჩს 3 ოქტომბერს, სტუმრად მალიორკასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები