Thumbnail

ვოლგოგრადის როტორის ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა sport24-თან ინტერვიუში ჯანო ანანიძისა და საბა კვერკველიას შესახებ ისაუბრა. ზურიკოს აზრით, ჯანოს ისევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც მან კარიერა უნდა დაასრულოს.

"არა! ვფიქრობ, რომ ჯანო მაღალ დონეზე ისევ ითამაშებს", - უპასუხა დავითაშვილმა კითხვაზე - უნდა დაასრულოს თუ არა კარიერა ანანიძემ.

ჯანომ როტორში სულ რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა

მოგეხსენებათ, ჯანო როტორს მიმდინარე წლის 6 აგვისტოს შეუერთდა, მაგრამ 12 სექტემბერს გუნდთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ისე გაწყვიტა, რომ ერთხელაც არ უთამაშია და ახლა უგუნდოდ იმყოფება. ამის მიზეზი ძველი ტრავმა გახდა, რომელიც ფეხბურთელს გაუმიზეზდა.

დავითაშვილმა საბა კვერკველიაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც როტორში მისი თანაგუნდელია:

"ერთმანეთს როტორში გადმოსვლამდეც ვიცნობდით. ჩემი აზრით, საბა ძალიან კარგი ფეხბურთელია და არ მესმის, რატომ ვერ ხვდებოდა ბოლო დროს მოსკოვის ლოკომოტივის ძირითად შემადგენლობაში", - აღნიშნა ზურიკომ.

როტორში ქართველების სიმრავლეა, მაგრამ კლუბი წარუმატებლად თამაშობს

როტორში დავითაშვილისა და კვერკველიას გარდა, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანიც თამაშობენ. აგრეთვე, დინამო ბათუმის ყოფილი შემტევი ჯოვინო ფლამარიონი. ვოლგოგრადული კლუბი 9 ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა და გამოკვეთილი აუტსაიდერია.

კომენტარები

ბოლო ამბები