Thumbnail
  • ლუკა იოვიჩს 'სამეფო კლუბში' მცირე სათამაშო დრო აქვს
  • სერბი ფორვარდის დამატება 3 იტალიურ კლუბს სურს

ლუკა იოვიჩი მადრიდის რეალს აინტრახტიდან 2019 წელს შეუერთდა. სერბი ფეხბურთელი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ნიჭიერ ფორვარდად ითვლებოდა და მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე დადო...

ესპანურ კლუბში მისვლის შემდეგ ლუკას მცირე სათამაშო დრო აქვს. იოვიჩის კონკურენტი ქარიმ ბენზემაა, რომელიც მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა. ბენზემა კარგად გამოიყურებოდა ამის ფონზე კი სერბი კიდევ უფრო ნაკლებს თამაშობდა.

ზინედის ზიდანი თანახმაა 22 წლის ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარით სხვა გუნდში გაუშვას. კლუბი და იოვიჩი მზად არიან ისეთი კლუბი მოძებნონ, სადაც ფორვარდს დიდი სათამაშო დრო ექნება და ფორმის დაბრუნებას შეძლებს. ლუკა თვლის, რომ ეს მის კარიერაში პოზიტიური ნაბიჯი იქნება.

ყველაზე ახლოს ფეხბურთელის დამატებასთან რომაა. მიუხედავად ამისა, ფორვარდის მიმართ ინტერესს მილანი და ინტერი იჩენენ. ეს სამი იტალიური კლუბი მზადაა, იოვიჩი უმოკლეს დროში გაიფორმონ.

იოვიჩის მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედიც იჩენს, თუმცა რაიმე შეთავაზება "წითელი ეშმაკების" მხრიდან არ ყოფილა. ინგლისური კლუბის ვარიანტი ძალიან შორეულია და ნაკლები შანსია სერბი იუნაიტედს შეუერთდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები