Thumbnail

არის თუ არა დინამო თბილისი ისტორიული დინამოს მემკვიდრე - რას იტყვის სასამართლო

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • თბილისის დინამოს გარშემო სამართლებრივი დავა მალე დასრულდება
  • უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს
  • 1992 წელს დაარსებული კლუბის დირექტორი დეტალებზე საუბრობს

თბილისის დინამოსთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა ჯერ კიდევ გრძელდება. სააქციო საზოგადოება „ბერმუხა 92“, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ საბჭო და მერაბ ჟორდანია აცხადებენ, რომ ამჟამინდელი დინამო თბილისი ისტორიული დინამოს სამართალმემკვიდრე არ არის.

მათი თქმით, 1992 წელს დაარსებული კლუბი სახელმწიფომ 1996 წელს რეგისტრაციაში არ გაატარა, ხოლო 2002 წელს კი მფლობელებს დაათმობინა. შემდეგ ახალი კლუბი შეიქმნა. 1992 წელს დაარსებული კლუბის მფლობელებს მისი აღდგენა სურთ და მიიჩნევენ, რომ სწორედ მათ მიერ დაარსებული კლუბი არის ისტორიული თბილისის დინამოს სამართალმემკვიდრე.

2016 წელს, თბილისის დინამოს მეპატრონეებმა სააპელაციო სასამართლოში 24 წლის წინანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანეს, რომელიც არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ საჩივარი უკვე უზენაეს სასამართლოში იქნა შეტანილი, რომელმაც შარშან სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, რომ რეგისტრაციაში არგატარება სუბიექტის არა გაქრობას, არამედ მის ლიკვიდაციის რეჟიმში გადაყვანას ნიშნავს. 2019 წელს სააპელაციო სასამართლომ შენიშვნები გაითვალისწინა და დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სუბიექტის ლიკვიდაციის რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით. ამჟამად საქმე კვლავ უზენაეს სასამართლოშია - იმის გამო, რომ ამჯერად მეპატრონეების წინააღმდეგ სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს შეტანილი.

სასამართლო დავა წლების მანძილზე მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს. თუკი სასამართლო ყოფილი მფლობელების არგუმენტაციას გაიზიარებს, მაშინ, შესაძლოა, ერთდროულად ორი კლუბი მივიღოთ - 2002 წელს დაარსებული დინამო თბილისი, რომელიც ამჟამად საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს და 1992 წელს დაარსებული თბილისის დინამო. ამ ყველაფრის შესახებ პოპსპორტი ესაუბრა 1992 წელს დაარსებული კლუბის დირექტორს, ლევან სულაბერიძეს, რომელმაც ფარერებზე 1:6 მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს წაგება თბილისის დინამოს ისტორიაში არ ჩაიწერება და ეს მალე დადასტურდება.

კომენტარები

ბოლო ამბები