Thumbnail
  • პარიზულ გუნდს სურს, რომ დელე ალის გამოსყიდვის უფლება ჰქონდეს
  • ჟოზე მოურინიო თანახმაა 24 წლის ფეხბურთელმა კლუბი დატოვოს

დელე ალის ჟოზე მოურინიოს გუნდში მოსვლის შემდეგ სათამაშო დრო შეუმცირდა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ინგლისელ ფეხბურთელს პორტუგალიელ სპეციალისტთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს...

დიდია იმის ალბათობა, რომ დელე ალი ლონდონის ტოტენჰემს დატოვებს. 24 წლის ფეხბურთელის დამატებას პარი სენ-ჟერმენი ცდილობს. ალის "დეზებთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

პარიზული კლუბი მზადაა შემტევი ნახევარმცველი 1-წლიანი იჯარით წაიყვანოს და სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ჰქონდეს. უცხოური პრესის ინფრომაციით, თავად დელესაც აქვს სურვილი ლიგა 1-ის ჩემპიონების რიგებში ითამაშოს.

ტრანსფერს ხელს არ შეუშლის ჟოზე, რომელიც თანახმაა, რომ კლუბმა ალი გაუშვას. პსჟ-ს ფეხბურთელის დამატება უმოკლეს ვადაში უნდა, რადგან 5 ოქტომბერს სატრანსფერო ფანჯარა იხურება. დელე ალის იჯარა შესაძლოა ტოტენჰემსაც წაადგეს, რადგან სათამაშო პრაქტიკის ქონის შემთხვევაში დიდი ალბათობით, ალი კარგ ფორმას დაიბრუნებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები