Thumbnail

შენგელია თურქეთის სუპერლიგის სიმბოლურში - ლევანს ბეშიქთაშთან დუბლი დაუფასდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ქონიასპორის ფეხბურთელი ლევან შენგელია თურქეთის სუპერლიგის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. 24 შემტევი Bein Sports-მა დააფასა, რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა ტურის საუკეთესო 11-ეულში.

შენგელიამ სტამბოლის ბეშიქთაშთან შესანიშნავად ითამაშა და თურქულ კარიერაში დუბლი პირველად შეასრულა. ლევანმა 28-ე წუთზე თავით ანგარიში გახსნა, ხოლო 78-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო.

ლევან შენგელია ქონიასპორში 2019 გადავიდა. გასულ სეზონში მან თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 23 თამაშში 2 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 2 შეხვედრაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა.

📺 ვიდეო: ლევან შენგელიას დუბლი ბეშიქთაშთან

კომენტარები

ბოლო ამბები