Thumbnail

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში მომავალი მატჩი ოქტომბერში, სტუმრად სომხეთის ნაკრებთან უწევს. ბოლო დროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამწვავებული ვითარების ფონზე კი, თამაშის ჩატარების მიზანშეწონილობაზე ბუნებრივად ჩნდება შეკითხვები. 

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მიზეზი მთიანი ყარაბაღია. შეტაკებებს მოჰყვა მსხვერპლი როგორც სამხედრო მოსამსახურეებს შორის, ისე - მშვიდობიან მოსახლეობაში. 

რუსული მედიის ცნობით, უეფა ყურადღებით აკვირდება მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის განვითარებას, მაგრამ ოქტომბერში, ერთა ლიგაში დაგეგმილ აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაკრებების საშინაო მატჩების გადადებას არ აპირებს.

“უეფა ყურადღებით აკვირდება ვითარებას, თუმცა ყველა უახლოესი მატჩის ჩატარება განრიგის შესაბამისად იგეგმება”, - აქვეყნებს უეფას პოზიციას რუსული მედია. 

სომხეთმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა უკვე გამოაცხადა

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში სომხეთის ნაკრებმა საქართველოს 11 ოქტომბერს, ერევანში, რესპუბლიკურ სტადიონზე უნდა უმასპინძლოს, აზერბაიჯანის ნაკრებს კი, რომელიც C დივიზიონის 1-ელ ჯგუფში გამოდის, კვიპროსტან თამაში 13 აგვისტოს ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები