Thumbnail

‘მართლა თქვა, რაც მე გავიგე?’ - იურგენ კლოპმა და როი კინმა მაგრად იკამათეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იურგენ კლოპმა და როი კინმა მატჩის შემდეგ იკამათეს
  • იუნაიტედის ლეგენდა ამტკიცებს, რომ გერმანელმა არასწორად გაუგო

ლონდონის არსენალთან 3:1 გამარჯვების შემდეგ, ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მაგრად ზეიმობდა, მაგრამ ერთ მომენტში ძალიან გაბრაზდა.

53 წლის გერმანელის გაბრაზების მიზეზი: მან მოისმინა, როგორ ამბობდა როი კინი, რომ ლივერპულმა არსენალთან უყურადღებოდ და დაუდევრად ითამაშა. სწორედ ამ დროს გაუქრა კლოპს სახიდან ღიმილი.

“ეს სწორად მოვისმინე? მისტერ კინმა თქვა, რომ დღეს დაუდევრად ვითამაშეთ? - იკითხა კლოპმა, - შესაძლოა, ის სხვა თამაშზე ლაპარაკობს. ამ მატჩზე ასეთ რამეს ვერ იტყოდა. ბოდიში. არავითარი უყურადღებობა! ოდნავადაც არ გვითამაშია ისე, როგორც კინი ამბობს. თამაშის ასეთი შეფასება და აღწერა უბრალოდ დაუჯერებელია. ძალიან უცნაური!”

იმ დროს, როცა კლოპი ამას ამბობდა, კინი სტუდიაში იჯდა და ვითარების განმუხტვას ცდილობდა. მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ თქვა: “არასწორად გამიგე. მე ვთქვი, რომ იყო ერთი-ორი უყურადღებობა დაცვაში. საერთო ჯამში კი შესანიშნავები იყავით. კლუბს მხოლოდ ვაქებდი,” - თქვა კინმა და დასძინა: “კარგად ნახე, რა ვთქვი.”

კლოპს ამაზე გაეცინა: “ამას აუცილებლად გავაკეთებ. 100 პროცენტით.”

📺 მატჩის მიმოხილვა

კინმა თავის ანალიზში ლივერპული მართლაც აქო: “უყურადღებოდ თამაშობდნენ ლიდსთან და დღესაც, ზოგჯერ. მაგრამ ისინი იგებენ ასეთ თამაშებს, რაც გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს.”

მოგვიანებით, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კლოპი ნორმალურ ხასიათზე იყო და კინთან კამათი ახსნა: “მიკროფონთან რომ მივედი, მხოლოდ ის სიტყვა გავიგე - დაუდევრობა. მისი გამონათქვამები მხოლოდ ნაწილობრივ მესმოდა, მას ვერ ვხედავდი. რაღაც არასწორად გავიგე, პრობლემა არ არის, ყველაფერი კარგადაა. მე არც ის მიმაჩნია, რომ დაცვაში ვიყავით უყურადღებოები.”

როი კინმა კი Sky-ს სტუდიაში მაინც გააგრძელა: “ეგ ცოტა მგრძნობიარეა, არა? ღმერთო, წარმოიდგინეთ, ლივერპულს რომ წაეგო…” - თქვა ირლანდიელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები