Thumbnail

'ბურთს ხშირად კარგავდა, მაგრამ...' - ხვიჩა კვარაცხელია ტურის სიმბოლურში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 19 წლის ქართველი ფეხბურთელი რჩეულებს შორის სპორტულმა საიტმა ФНК-ამ დაასახელა. 

ხვიჩას გუნდმა მე-9 ტურში სტუმრად როტორი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. 

"როტორთან მატჩში კვარაცხელია მეტოქის მოტყუების მცდელობის დროს ბურთს ხშირად კარგავდა. მისი მცდელობების მხოლოდ მესამედი იყო წარმატებული. მაგრამ სწორედ ხვიჩამ "აკიდა" მანუჩარიანს ყვითელი ბარათი, რომელიც საბოლოოდ გააძევეს. შემდეგ განახორციელა წარმატებული სოლორეიდი, რომელიც შორეულ კუთხეში მძლავრი დარტყმით დაასრულა. როტორთან გატანილი გოლი ქართველისთვის სეზონში პირველია. შეხვედრის მიწურულს კვარაცხელიამ შატოვისთვის პენალტი გამოიმუშავა.

ფაქტია: ხვიჩამ სეზონში პირველი გოლი შეაგდო, რუსეთის პრემიერლიგაში კი - საიუბილეო, მეხუთე", - წერს წყარო, რომლის ტურის სიმბოლურში ხვიჩა ამ სეზონში უკვე მეორედ მოხვდა. 

📺 ვიდეო: კვარაცხელიას გოლი, მოპოვებული პენალტი და ჯოვინოს გოლი

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 9 ტურის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა 14 ქულა მოიპოვა და ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს რუბინი 4 ოქტომბერს, შინ ახმატთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები