Thumbnail
  • გენუიდან ცუდი ამბებია: ჯენოაში 14 ინფიცირებულია
  • კოვიდ-19 ფეხბურთელებს და შტაბის წევრებს დაუდასტურდათ

კვირას, ჯენოა ნეაპოლში 0:6 დამარცხდა და ამ მატჩის შემდეგ ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელებს და მთლიანად ჯენოას შტაბს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს. შედეგები ძალიან ცუდია!

გაძეტა დელო სპორტის ინფორმაციით, 14 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა!

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, აქედან 8 ინფიცირებული ფეხბურთელია - მათ შორის, უკვე დადასტურებულია, რომ კოვიდ-19 აქვთ მეკარე მატია პერინს დ ნახევარმცველ ლასე შიონეს.

კვირას ჯენოა ნაპოლის ეთამაშა - ნეაპოლელი ფეხბურთელების ტესტის პასუხები ჯერ არ არის

სერია A-ს კლუბმა მოკლე განცხადება გაავრცელა: “ჯენოა ადასტურებს, რომ კორონავირუსზე ტესტირების შედეგად, დადებითი პასუხების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. კლუბი იცავს ყველა დადგენილ წესს და მისდევს პროტოკოლს. ყველა საჭირო ორგანო საქმის კურსშია,” - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, რა ხდება ნაპოლიში, რომელმაც კვირას ჯენოას 6:0 მოუგო...

კომენტარები

ბოლო ამბები