Thumbnail

გენტის მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა კიევის დინამოსთან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც ისაუბრა.

21 წლის შემტევი მნიშვნელოვანი მატჩის გაფართოებულ შემადგენლობაშია და შესაძლოა, უკრაინული კლუბის წინააღმდეგ ითამაშოს კიდეც. დე დეკერმა ჩაკვეტაძისა და სვენ კუმსის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა:

ვიმ დე დეკერი (გენტის მთავარი მწვრთნელი): "ისინი ახლოს არიან დაბრუნებასთან. კუმსი შეიძლება ხვალ მზად იყოს, იგივეს თქმა შემიძლია ჩაკვეტაძეზე. სულ უფრო და უფრო უკეთაა და თამაშის იმედი აქვს. სამედიცინო პერსონალთან ერთად მას ყურადღებით ვაკვირდებით".

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე 15 სექტემბერს, ვენის რაპიდთან დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია. ბელგიურ გუნდს კიევის დინამოსთან საკუთარ მოედანზე 1:2 აქვს წაგებული და წყვილში აუტსაიდერია.

კომენტარები

ბოლო ამბები