Thumbnail

გოლფი | საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გოლფში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა
  • ტურნირი ქალთა და მამაკაცთა შორის გაიმართა

"თბილისი ჰილსში" გოლფში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც გოლფის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და მასში 25-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

საქართველოს ჩემპიონატი ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული წესისა და რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩემპიონატის ჩატარების თარიღო არაერთხელ შეიცვალა.

ჩემპიონატი ქალთა და მამაკაცთა შორის ჩატარდა, სადაც საუკეთესო სამეულები ასე დაკომპლექტდა:

ვაჟები

პირველი ადგილი - ზაურ გაბაიძე

მე-2 ადგილი - ქართლოს დიასამიძე

მე-3 ადგილი - ჟან-პატრიკ ვოისინი

ქალები

პირველი ადგილი - თამარ ბეციაშვილი

მე-2 ადგილი - ნათია შუბლაძე

მე-3 ადგილი - მაკა გოცირიძე

საქართველოში გოლფის ფედერაცია 2007 წელს დაარსდა და ევროპის გოლფის ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, 2015 წლიდან კი მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფკლუბის - R&A (Royal and Ancient Golf Club of St Andrews) წევრია.

საქართველოს ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი.

კომენტარები

ბოლო ამბები