Thumbnail

ნიჩბოსნობა | 16 წლის ალექსანდრე წივწივაძის 2 ოქროს მედალი უნგრეთში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 16 წლის ალექსანდრე წივწივაძე წარმატება უნგრეთში
  • ქართველმა ნიჩბოსანმა მსოფლიოს თასზე 17 კონკურენტს აჯობა

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე უნგრეთის ოლიმოიური იმედების შეჯიბრებაზე წარმატებით გამოვიდა და თავის ასაკში ორი ოქროს მედალი მოიპოვა. 16 წლის ქართველმა შესაბამის ასაკში 500 და 1000-მეტრიან დისტანციაზე პირველობა არავის დაუთმო.

გარდა ამისა, უნგრეთში პარალელურად მსოფლიო თასი დიდებში გაიმართა, სადაც ალექსანდრემ 1000-მეტრზე B ფინალში მოხვედრა შეძლო, ხოლო 500-მეტრზე A ფინალში მე-7 ადგილიც დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასზე მონაწილეობა 24-მა სპორტსმენმა მიიღო და ალექსანდრემ საერთო ჯამში 17 მათგანზე უკეთესი შედეგი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთში გამართულ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი საქართველოს საუკეთესო ნიჩბოსნმა ზაზა ნადირაძემ მოიპოვა, ხოლო მურმან მალანიამ მე-8 ადგილი დაიკავა.

მსოფლიო თასზე ბადრი ყაველაშვილიც ფინალისტია 200-მეტრიან დისტანციაზე (ერთადგილიანი კაიაკი), 17 წლის ლიდია სულაბერიძემ კი მსოფლიო თასზე B ფინალში იასპარეზა, ხოლო ოლიმპიური იმედების ტურნირზე თავის ასაკში 200-მეტრიან დისტანციაზე ბრინჯაოს მედალი დაკარგა - ნავი ზედ ფინიშის ხაზზე ამოუტრიალდა. მარიამ ქერდიკაშვილი 200-მეტრიანი დისტანციის ფინალში მე-7 ადგილზე გავიდა, გარდა ამისა, მარიამმა, ისევე როგორც მურმან მალანიამ, შერეულ ორიან კანოეში ფინალში იასპარეზეს.

კომენტარები

ბოლო ამბები