Thumbnail

მე-13 გუნდი კარიერაში - ბოატენგი ბერლუსკონისთან და გალიანისთან დაბრუნდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კევინ-პრინს ბოატენგი მონცაში ითამაშებს
  • იტალიურ კლუბს სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი ხელმძღვანელობენ

განის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას მონცაში გააგრძელებს, რომელიც იტალიის სერია B-ში ასპარეზობს. განელმა ნახევარმცველმა ლომბარდიულ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

მხარეებს ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივებაც შეეძლებათ - თუ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ექნებათ. მონცას მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, ხოლო გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი - ლეგენდარული დუეტი მილანიდან.

ბოატენგს ბერლუსკონისთან და გალიანისთან მუშაობის გამოცდილება მილანიდან აქვს, სადაც 2010-2013 წლებში თამაშობდა. 33 წლის ნახევარმცველი ბოლოს თურქულ ბეშიქთაშში თამაშობდა, ხოლო მანამდე არაერთ გუნდში უთამაშია - მათ შორის ბარსელონაში, აინტრახტში, ფიორენტინაში, სასუოლოში, ტოტენჰემში, დორტმუნდში, შალკეში, ლას პალმასსა და პორტსმუთში.

მონცა სერია B-ში 2001 წლის შემდეგ პირველად თამაშობს და სეზონის სსტარტო შეხვედრაში სპალთან ფრე (0:0) ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები