Thumbnail
  • ლორის კარიუსი გერმანიაში დაბრუნდა
  • 27 წლის მეკარე ბერლინის უნიონში ითამაშებს

ლივერპულმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მეკარე ლორის კარიუსი ბერლინის უნიონში გაანათხოვრა. არენდა ერთწლიანია და 27 წლის მეკარე უნიონში 2020/2021 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

კარიუსმა წელიწადნახევარი თურქულ ბეშიქთაშში გაატარა (ასევე იჯარით). კარიუსი ლივერპულში თურქეთიდან ნაადრევად დაბრუნდა, რადგან ბეშიქთაში ბოლოს ხელფასს აღარ უხდიდა.

სეზონში მან თურქულ კლუბში 25 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაუშვა. კარიუსს ლივერპულთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. შეგახსენებთ, რომ 2012-დან 2016 წლამდე კარიუსი მაინცში თამაშობდა.

ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალში კარიუსმა ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა და ლივერპულის მარცხი რეალთან მას დაბრალდა. ორივე შეცდომას გიფებით გაგახსენებთ:

პირველი შეცდომა, რასაც ბენზემას გოლი მოჰყვა
მეორე შეცდომა და ბეილის გოლი, რომლითაც საბოლოო ანგარიში, 3:1 დაფიქსირდა

კომენტარები

ბოლო ამბები