Thumbnail

ამხანაგური მატჩი | დინამო ბათუმმა მერანს ნიქაბაძის დუბლით მოუგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმი 2:0 მერანი თბილისი
  • გია გეგუჩაძის გუნდმა გიორგი ნიქაბაძის დუბლით გაიმარჯვა

დინამო ბათუმმა ეროვნულ ლიგაში არსებული პაუზით ისარგებლა და თბილისის მერანის წინააღმდეგ მეორე სპარინგმატჩი ჩაატარა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით (3:3), გია გეგუჩაძის გუნდმა გამარჯვება მოხერხა. ბათუმელებმა ორი გოლი გაიტანეს და ორივე პირველ ტაიმში.

გიორგი ნიქაბაძემ დუბლი შეასრულა - ორივე შემთხვევაში კარგი კომბინაციები დააგვირგვინა. მან ჯერ გიული მანჯგალაძის პასი გამოიყენა, მერე კი ვაგნერ გონსალვეშის. უნდა აღინიშნოს, რომ დინამო ბათუმი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და უკრაინელი მეკარე იჰორ ლევჩენკო პრაქტიკულად უსაქმოდ იყო.

მიუხედავად სოლიდური სათამაშო უპირატესობისა, ნიქაბაძის გარდა, მეტოქის კარის აღება ვერავინ შეძლო. მე-2 ტაიმში ბათუმელებს ბურთის ფლობაშიც დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. ყველაზე კარგი შანსი თორნიკე გაფრინდაშვილს მიეცა, რომლის დარტყმული ბურთი კარს მცირე მანძილით ასცა.

დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის სამზადისი დაასრულა და მომდევნო მატჩს 2 ოქტომბერს, თელავის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

დინამო ბათუმი 2:0 მერანი თბილისი

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (20), 2:0 ნიქაბაძე (40)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ლევჩენკო - მელიავა, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ტეიდი - ვაგნერი, მანჯგალაძე, ჯიღაური - ნიქაბაძე

მეორე ტაიმში შეცვლაზე ითამაშეს: გაგოშიძე, ფაცაცია, ჩალაძე, შერგელაშვილი, თევდორაძე, გაფრინდაშვილი, დვალიშვილი, წაქაძე

კომენტარები

ბოლო ამბები