Thumbnail

ტორონტო v გვადალახარა - 17 აპრილს კონკაკაფის ფინალები იწყება!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტორონტომ მეხიკოს ამერიკა დაამარცხა და ფინალში გავიდა
  • MLS-ის გუნდს კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგია

კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე, როგორც წესი MLS-ის გუნდებს არ უმართლებთ. 2008 წლიდან, რაც ტურნირს 'ჩემპიონთა ლიგა' ეწოდა ფინალში ამერიკის მთავარი საფეხბურთო ლიგის მხოლოდ ორმა წარმომადგენელმა ითამაშა.

პირველად ფინალში 2010-11 წლების სეზონში რეალ სოლტ ლეიკ სიტი გავიდა, სადაც მონტერეისთან დამარცხდა. შემდეგ, 2014-15 წლების გათამაშებაში, მონრეალ იმპაქტმა ფინალი მექსიკურ ამერიკასთან წააგო.

'ტორონტოს გზა ფინალამდე'

17 აპრილს ტორონოტოც მექსიკურ კლუბს - გვადალახარას შეხვდება და ფინალში გამარჯვებულს ორი მატჩის ჯამში დაფიქსირებული რეზულტატი გამოავლენს. 17-ში, ბმო ფილდზე, ტორონტოში კანადელები გვადალახარას უმასპინძლებენ, ხოლო 25 აპირილის საპასუხო შეხვედრაში აკრონზე გვადალახარა ტორონტოს მიიღებს.

"ჩვენ, ამ ტურნირზე ფინალში გასასვლელად არ მიგვიღია მონაწილეობა, ამ ტურნირის მოგება გვინდა!" განაცხადა ტორონტოს მწვრთნელმა გრეგ ვანეიმ. 

ამერიკა 1:1 ტორონტო | ნახევარფინალი

"არ მიხარია, მხოლოდ ფინალში ყოფნა - წინ ჩივას გვადალახარას ნაირი კარგი გუნდი გველის და მინდა ფინალი მოვიგოთ" თქვა ამერიკის ნაკრების ყოფილმა წევრმა.

გამორჩეული ფეხბურთელები ორივე გუნდიდან

ტორონტო: სებასტიან ჯოვინკო, ჟოზი ალტიდორი, მაიკლ ბრედლი, გრეგორი ვან დერ ვილი

ჯოვინკო ყველას გვახსოვს; ალტიდორიც პრემიერლიგიდან; ბრედლი დღეს შტატების და ტორონტოს კაპიტანია; ვან დერ ვილი კი ის, აიაქსის ვან დერ ვილია, ერთ დროს ბარსელონაში რომ უნდა ეთამაშა.

გვადალახარა: კარლოს სალსიდო, ალან პულიდო, როდოლფო პისარო

ხალისკოს გუნდს, შემადგენლობაში ლეგიონერები არ ჰყავს, მაგრამ ადგილობრივებშიც შევხვდებით ისეთ ხალხს, როგორიც პსვ ეინდჰოვენ და ფულემ გამოვლილი, მექსიკური ფეხბურთის ლეგენდა -კარლოს სალსიდოა. პულიდო და პისარო ორივე ნაკრების ფეხბურთელია, რაც მექსიკის ჩემპიონატის დონეზე უკვე ბევრს ნიშნავს.

სებასტიან ჯოვინკო
ტურინის იუვენტუსის ყოფილი იმედი უკვე 3 წელია კანადაში თამაშობს

საინტერესო ფაქტები

► გვადალახარას მექსიკაში ყველაზე მეტი ფანი ჰყავს, ხალისკოელებს ქვეყნის 44.2% გულშემატკივრობს.

► "ჩივასი" ორიდან ერთი გუნდია მექსიკაში, რომელიც უმაღლესი დივიზიონიდან არასოდეს გავარდნილა და იმ ათეულის წევრია, რომელმაც მექსიკის ჩემპიონატი დაარსა.

► გვადალახარში აღიზარდნენ - კარლოს ველა, ხავიერ "ჩიჩარიტო" ერნანდესი, ომარ ბრავო და სხვა ცნობილი ფეხბურთელები.

► ტორონტოს სპორტული კავშირის წევრები არიან - ტორონტო, ტორონტო II (ორივე ფეხბურთი), ტორონტო რაპტორსი (კალათბურთი), ტორონტო მეიპლ ლიფსი (ყინულის ხოკეი), ტორონტო არგონავტები (ამერიკული ფეხბურთი).

► ტორონტო პირველი კანადური კლუბია, რომელმაც MLS-ი (2017) და MLS-ის (2017) თასი მოიგო.

ასე გამოიყურება 'ესტადიო აკრონი' გვადალახარაში სახლის მატჩებზე

კომენტარები

ბოლო ამბები