Thumbnail
  • ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგებლობა დაასახელა
  • ეროვნული გუნდი ბელარუსთან მატჩისთის მზადებას 5 ოქტომბერს იწყებს

ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია!

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის ორი შეხვედრისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდი 5 ოქტომბერს, თბილისში შეიკრიბება და მზადებას დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ წინა მატჩებისგან განსხვავებით, ნაკრებში ბრუნდებიან ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია. ვაისის სიაში ყველა წამყვანი მოთამაშის გვარს ამოიკითხავთ. საქართველოს ჩემპიონატიდან ნაკრებში 4 ფეხბურთელია გამოძახებული: დინამო ბათუმიდან ჯაბა ჯიღაური და მამუკა კობახიძე, ხოლო საბურთალოდან კი მეკარე ლაზარე კუპატაძე და მარჯვენა მცველი ნიკა მალი.

ვაისის 29-კაციანი სია ასე გამოიყურება

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოლონეთი)

საქართველოს ნაკრები ბელარუსს 8 ოქტომბერს შეხვდება (მატჩი 20:00 სააათზე დაიწყება). 11 ოქტომბერს დაგეგმილია ერთა ლიგის შეხვედრა სომხეთში (20:00), 14 ოქტომბერს კი ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება (22:45).

კომენტარები

ბოლო ამბები