Thumbnail
  • ხუთშაბათს ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება
  • 32 კლუბი 8 ჯგუფში გადანაწილდება
  • წილისყრის წინ კალათები ასეა დაკომპლექტებული

UPDATE: ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის წინ, კორონა-პანდემიის გამო ბევრი კითხვის ნიშანია, რაზეც "პოპსპორტი" უკვე წერდა. თუმცა ეს არაფერს ცვლის: ჯგუფური ეტაპის წილისყრა ხუთშაბათს აუცილებლად გაიმართება და ჟენევაში 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება. მანამდე კი, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოა, ვინ რომელ კალათშია წილისყრის წინ.

პირველ კალათში, სადაც მოქმედი ჩემპიონი, ევროპალიგის გამარჯვებული და 6 უძლიერესი ქვეყნის ჩემპიონები არიან ხოლმე, ახლა პორტუც დაემატა - როგორც მეშვიდე უძლიერესი ქვეყნის ჩემპიონი. ეს იმიტომ, რომ მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და გერმანიის ჩემპიონიც გახდა. დანარჩენი კალათები უეფას კოეფიციენტებითაა დაკომპლექტებული. შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ქვეყნიდან ორი გუნდი ერთ ჯგუფში ვერ მოხვდება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო მატჩები ოთხშაბათს დასრულდა და ყველაფერი გაირკვა.

პირველი კალათა: რეალ მადრიდი, ლივერპული, იუვენტუსი, ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი, ზენიტი, პორტუ, სევილია

მეორე კალათა: ბარსელონა, ატლეტიკო, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, შახტარი, ბორუსია დორტმუნდი, ჩელსი, აიაქსი

მესამე კალათა: ლაიპციგი, ინტერი, ლაციო, ატალანტა, დინამო კიევი, ოლიმპიაკოსი, ლაციო, კრასნოდარი

მეოთხე კალათა: ბორუსია მიონხენგლადბახი, ბრიუგე, ბაშაქშეჰირი, რენი, ფერენცვაროში, ლოკომოტივი მოსკოვი, მარსელი, მიდტიულნდი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველი იასპარეზებს: დავით ხოჭოლავა (შახტარი) და ლაშა დვალი (ფერენცვაროში). 

კომენტარები

ბოლო ამბები