Thumbnail

მესი და კრიკეტის მოთამაშეები - წლის ყველაზე გაყიდვადი სპორტსმენების TOP 10

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კომპანია Nielsen-მა წლის ყველაზე გაყიდვადი სპორტსმენები დაასახელა
  • რეიტინგის პირველ ათეულში 5 ფეხბურთელია და კრიკეტის 2 მოთამაშე
  • ლიონელ მესიმ კრიშტიანო რონალდოს კიდევ ერთხელ აჯობა

კომპანია Nielsen-მა, რომელიც მარკეტინგული კვლევებით არის დაკავებული, 2020 წლის ყველაზე "გაყიდვადი" სპორტსმენების სია შეადგინა. სპორტსმენებს შეფასებების დროს კომპანიის კრიტერიუმებია: "გავლენიანობა", "მიღწევები", "აქტუალობა", "რეზონანსულობა" და "შემოსავლები".  ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება ბალების ჯამურად დაანგარიშება.

რეიტინგს, რომელშიც 50 სპორტსმენია დასახელებული, სათავეში ბარსელონას და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი უდგას, რომელსაც 115 ბალი მიანიჭეს. მეორე ადგილზე ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდოა (113 ბალი), ხოლო მესამე - ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი (110).
 
TOP 10-ში ამ თანმიმდევრობით ასევე მოხვდნენ: კრიკეტის ინდოელი მოთამაშე ვირატ კოჰლი (109), კანადელი ჩოგბურთელი ბიანკა ანდრეესკუ (107) და პსჟ-ისა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი (107), UFC-ის რუსი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი (106), კრიკეტის ინდოელი მოთამაშე როჰიტ შარმა (103), ლივერპულისა და ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელი მუჰამედ სალაჰი (103), ტურინის იუვენტუსისა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი პაულო დიბალა (100). 

ვირატ კოჰლი ინდოეთის ნაკრების კაპიტანია

კომპანია Nielsen ყველაზე გაყიდვადი სპორტსმენების რეიტინგს 2011 წლიდან ადგენს. 
2020 წლის სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები