Thumbnail

ტურის ლელო და სიმბოლური ნაკრები - ალანიას ბრწყინვალე დებიუტი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მიხეილ ალანია ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს
  • ქართველი მორაგბის ლელო ტოპ 5 რჩეულში პირველ ადგილზეა

მიხეილ ალანიას ორიაკმა PRO D2-ის მე-4 ტურში მონტობანი დაამარცხა. ქართველი მორაგბის გუნდმა მეტოქეს 20:11 სძლია, ხოლო მატჩის ერთადერთი ლელო მიხეილ ალანიამ 77-ე წუთზე დადო და ორიაკს მოგება გაუნაღდა.

ქართველს სადებიუტო შეხვედრაში ბრწყინვალე თამაში დაუფასდა და ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მასთან ერთად, სიმბოლურში მისი თანაგუნდელი მაიტუკუც მოხვდა. გარდა ამისა, მიხეილ ალანიას ლელო PRO D2-ის ოფიციალურმა გვერდმა ტურის საუკეთესო ლელოდ აღიარა.

კომენტარები

ბოლო ამბები