Thumbnail

ემოციური ამბავი რომიდან - ტოტი 19 წლის ფეხბურთელს კომიდან გამოსვლაში დაეხმარა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანჩესკო ტოტი ტიფოზებისთვის საგმირო საქმეებს აგრძელებს
  • მისი მიმართვის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელი კომიდან გამოვიდა

რომას ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი გულშემატკივართა უმრავლესობისთვის წმინდანივითაა. მან მთელი კარიერა რომაში გაატარა და კარიერა 2017 წელს, 24-წლიანი ერთგულების შემდეგ დაასრულა. ტოტი ახლა ფეხბურთისგან ისვენებს, თუმცა რომას ფანებისთვის მისი საგმირო საქმეებს მაინც აგრძელებს.

‘კორიერე დელო სპორტმა’ დაიწყო და მერე თითქმის ყველა იტალიურმა გამოცემა გამოაქვეყნა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა ფრანჩესკო ახალგაზრდა გოგონას კომიდან გამოსვლაში.

2019 წლის დეკემბერში 19 წლის ფეხბურთელი ილენია მატილი მძიმე ავტოავარიაში მოყვა. ლაციოს მოთამაშე კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს და რაკი თავის მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული, ხელოვნური კომა ერთადერთი გამოსავალი იყო. ავარიის დროს მასთან ერთად მანქანაში ლაციოს გოგონათა გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი იმყოფებოდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ილენია 9 თვე იყო კომაში. ამ ხნის მანძილზე მშობლები მას რომას ჰიმნს ასმენინებდნენ. მართალია, ილენია ლაციოში თამაშობდა, მაგრამ რომას ფანია. რამდენიმე დღის წინ, მისმა მშობლებმა ფრანჩესკო ტოტის ვიდეო-მიმართვა მიიღეს. ‘ჯალოროსის’ ლეგენდა გოგონას ამ სიტყვებით მიმართავდა: “ილენია, არ დანებდე! შენ ამას შეძლებ! ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ.” ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ამ ვიდეოს რამდენჯერმე გამეორების შემდეგ გოგონა კომიდან გამოვიდა.

View this post on Instagram

❤❤❤❤❤

A post shared by Ilenia Matilli (@ileniamatilli) on

ილენიას მშობლები ტოტის მადლობას უხდიან: “შენმა შესანიშნავმა ხმამ, იმ სიყვარულთან ერთად, რაც ილენიას რომასთან აკავშირებდა, ის კომიდან გამოიყვანა და ღიმილი დაუბრუნა,” - ამბობენ ისინი. ფრანჩესკო ტოტიმ ილენია კლინიკაში უკვე მოინახულა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები