Thumbnail
  • ჩელსის თანხა სჭირდება და ერთ-ერთი ვარიანტი ნახევარმცველის გაყიდვაა
  • ჟორჟინიო არსენალს სურს, კანტე - ინტერს და მანჩესტერ იუნაიტედს

ამ ზაფხულს ჩელსი სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ლონდონელებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტალანტი დაიმატეს - ტიმო ვერნერი, კაი ჰავერცი და ჰაკიმ ზიეჩი ლამპარდის გუნდს შეუერთდნენ. ჩელსიმ ამ ტრანსფერებში 200 მილიონზე მეტი დახარჯა და ახლა სურვილი აქვს, ფეხბურთელების გაყიდვით ან თანხის ნაწილი უკან დაიბრუნოს.

ერთ-ერთი პოზიცია, სადაც ჩელსის ფეხბურთელების გაყიდვა შეუძლია, საყრდენი ნახევარმცველია. კოვაჩიჩი სტაბილურად თამაშობს, ხოლო კანტესა და ჟორჟინიოს ერთი პოზიციის გაყოფა უწევთ.

ჟორჟინიოს მნიშვნელობა ლემპარდის გუნდში სულ უფრო და უფრო კლებულობს, მისით არსენალია დაინტერესებული. მეორე ვარიანტი ნ'გოლო კანტეს წასვლაა. კანტე ძალიან კარგად თამაშობს, თუმცა მას ძალიან დიდი ხელფასი აქვს (თვეში 1.2 მილიონი) და ასაკში შესვლასთან ერთად, ბიზნეს-პერსპექტივიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისი გაყიდვა სწორი იდეა იყოს. 

"მირორის" ცნობით, ჩელსი კანტეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ ფინანსურად ხელსაყრელ წინადადებას მიიღებს. კანტეს დამატება დიდი ხანია სურს მილანის ინტერს, რომლის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ფრანგი ჩამშლელის დიდი თაყვანისმცემელია. თუმცა, კლუბებს სწორედ კონტეს ფაქტორის გამო ერთმანეთთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ.

მეორე ვარიანტად კი მანჩესტერ იუნაიტედი განიხილება, რომელსაც უჩვეულოდ პასიური სატრანსფერო კამპანია ჰქონდა და დაცვით ფაზაში გაძლიერება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები