Thumbnail

'ერთი იბრძვის, მეორე იკბინება' - კოშტა სუარესს აქებს და წასვლას არ გამორიცხავს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • დიეგო კოშტას სუარესთან ერთად თამაში მოსწონს
  • მადრიდის ატლეტიკო შესაძლოა კოშტას შეელიოს

ლუის სუარესის ატლეტიკოში დებიუტი წარმატებული გამოდგა. 'ელ პისტოლერომ' პირველსავე შეხვედრაში თავი დუბლით და საგოლე პასით გამოიჩინა, თანაც ამისთვის მას მხოლოდ 18 წუთი ეყო - ურუგვაელი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. მან დიეგო კოშტა შეცვალა. სპეციალისტებსა და გულშემატკივრებს შორის ბევრი ითქვა სუარესი-დიეგო კოშტას დუეტზე. ორივე ეს მოთამაშე სკანდალური იმიჯით გამოირჩევა - ორივეს ეხერხება პროვოკაციული ქცევა, უხეშობა და სიმულაცია.

დიეგო კოშტამ მატჩის შემდეგ ლუის სუარესი თავისებურად შეაქო: 'სუარესთან ერთად თამაში? ძალიან მაგარია. ერთი იკბინება და მეორე იბრძვის.'

ამავე ინტერვიუში კოშტამ ატლეტიკოდან წასვლაც არ გამორიცხა. მადრიდელებს გუნდის გაახალგაზრდავების პროცესი დაწყებული აქვთ. დიეგო კოშტა 31 წლისაა და კონტრაქტის თანახმად, ეს მისი ბოლო სეზონია მადრიდში. ატლეტიკო ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. შესაბამისად, ეს კოშტას უკანასკნელი სეზონია, თუ იქამდე ატლეტიკომ ხელსაყრელი წინადადების მიღების შემთხვევაში მისი გაშვების გადაწყვეტილება არ მიიღო. შემდეგ სეზონში ატლეტიკო კოშტას უფასოდ დაკარგავს, ახლა კი მისი გაყიდვით გარკვეული შემოსავლის მიღება შეუძლია.

'ჩემს ბედს კლუბს ვანდობ. კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ წარიმართება ჩემი კარიერა,' - დასძინა კოშტამ, რომელმაც გრანადასთან გამართული შეხვედრაში (6:1) თავი სუარესის მსგავსად, ასევე გატანილი გოლით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები