Thumbnail
  • გენტი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩს კიევში დინამოსთან გამართავს
  • გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლი ჯერ კიდევ აწუხებს, მაგრამ გუნდს უკრაინაში მაინც გაჰყვა

ბელგიური გენტის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ბოლო დროს ტრავმის გამო ვერ თამაშობდა, გუნდს უკრაინაში მაინც მიჰყვება მიუხედავად იმისა, რომ მუხლი ჯერ კიდევ აწუხებს. ამის შესახებ ბელგიური მედია წერს. 

ვიმ დე დეკერის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩს სტუმრად კიევის დინამოსთან, 29 სექტემბერს გამართავენ. გენტმა დინამოსთან შინ პირველი მატჩი ანგარიშით 1:2 წააგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად, კიევში სასურველი ანგარიშით გამარჯვება სჭირდება. 

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ტრავმა 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვენის რაპიდთან შეხვედრაში (2:1) მიიღო და მოედანი დატოვა. თავიდან ეჭვობდნენ, რომ ჩაკვეტაძემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მისთვის სეზონი დასრულებული იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დაზიანება გაცილებით მსუბუქი იყო და მოედანზე დასაბრუნებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებოდა. გიორგიმ ვარჯიში 22 სექტმებერს განაახლა, მაგრამ აქამდე არ უთამაშია.

გიორგი ჩაკვეტაძემ მზადება ერთი კვირის წინ დაიწყო

გიორგი ჩაკვეტაძის ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც 8 ოქტომბერს ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის 1/2-ფინალური მატჩი ელის ბელარუსთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები